ჟენევაში, საერთშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდის ფარგლებში, რამდენიმე საათში მორიგი შეხვედრები დაიწყება. გუშინ მხარეებმა ტექნიკური საკითხები განიხილეს.
შეხვედრებზე ყურადღება ძირითადად ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო შექმნილ რთულ ვითარებაზე გამახვილდება. მთავარ მოთხოვნად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რჩება.
რუსული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე პასუხისმგებლობას იხსნის. როგორც ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ექიმი რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება, ამიტომ მას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.