ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა "კადრს მიღმა", მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სამი ოპერატორის: ბექა მშვილდაძის, რეზი ცირეკიძის, არჩილ ვაჟიკაშვილის და ვიცე პოლკოვნიკი ნინო ჯიქიას ნამუშევრები. რამდნეიმე ნამუშევარი დამთვალიერებლებმა უკვე შეიძინეს.
როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა განაცხადეს, გამოფენა-გაყიდვით შეგროვილი თანხა სრულად გადაერიცხება, პატარა ალექსანდრე პატურაშვილს.