საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაზარალებულად იქნა ცნობილი. აღნიშნული „პალიტრანიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ბრალი დაუმძიმდა ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.