"ზოდი" 10 წლის გახდა. კომპანია ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით, "ზოდს" ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ადგილი უჭირავს ადგილობრივ ბაზარზე, რაც განპირობებულია მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასებით, სრული სერვისითა და მომსახურების მაღალი დონით. სწორედ ამიტომ, "ზოდი" მომხმარებელში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია 10 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს სრულ ასორტიმენტზე.