საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რიგმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯეს მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართეს მედპერსონალსა და პაციენტებზე. როგორც სერგეენკომ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას არ გააგრძელებს.