რიჩარდ კერტისის რომანტიკული კომედია "პირველი სიყვარული", რომელმაც წელს 15 წლის იუბილე აღნიშნა, თავის დროზე მხოლოდ ზარმაცმა არ გააკრიტიკა. კინოექსპერტთა ნაწილს ფილმი ზედემტად ტკბილი მოეჩვენა, ნაწილს კი უშინაარსო და შეურაცხმყოფელი, თუმცა განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა მაყურებელს. მათ ბრიტანელი რეჟისორის ნამუშევარი პირველ რიგში სწორედ სიმსუბუქის და დახვეწილი იუმორის წყალობით შეიყვარეს.