05:02
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ზომა; ყუნწი; ბოლოების ფერი... - წესები, რომლითაც გაიგებთ ძველია თუ არა და შეიცავს თუ არა შხამს ბადრიჯანი?
31-05-2019

ბადრიჯნის ყიდვისას პირველ რიგში გაითვალისწინეთ მისი ზომა. საუკეთესო შემთხვევაში ერთი ცალი ეს ბოსტნეული უნდა იწონიდეს 200 გრამს, ანუ 1 კილოგრამი უნდა შედგებოდეს დაახლოებით 5 ცალი ბადრიჯნისგან. დიდი ზომის ბადრიჯანი შესაძლოა გადაჭარბებული რაოდენობის ნიტრატებით იყოს გაჯერებული. ასევე დააკვირდით მის ყუნწს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მწვანე, რადგან ყავისფერი ყუნწი, ბოსტნეულის სიძველეზე მიუთითებს. ასევე ძველია ბადრიჯანი, რომელიც  დამჭკნარია და თითის დაჭერისას არ იბრუნებს პირვანდელ ფორმას.  ბადრიჯანზე სოლანინის არსებობის განსაზღვრა შესაძლებელია მის დაბოლოებაზე დაკვირვებით. თუ დაბოლოება მწვანეა, ბოსტნეული შიგნიდან მომწვანო ფერის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შხამი სოლანინია. ამიტომ არჩევანი გააკეთეთ ისეთ ბადრიჯანზე, რომლის დაბოლოებაც თეთრი ფერის იქნება.

უკვე სახლში მოტანილი ბადრიჯანი სიძველეზე შეგიძლიათ შემდეგნაირად შეამოწმოთ. გაჭერით ის შუაზე და დააკვირდით 30 წამის მანძილზე, თუ ბადრიჯანმა ფერი შეიცვალა და გამუქდა ძველია და შესაბამისად მწარეც, რადგან მასში დიდი რაოდენობით სოლანინია. სოლანინი ბადრიჯნის კანში გროვდება, ამიტომ პირველ რიგში ძველი ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით სასურველ ფორმებად და მოათავსეთ მარილიან წყალში ერთი საათის მანძილზე, ასეთი მოქმედების შემდეგ ბოსტნეულიდან სოლანინთან ერთად გამოვა ნიტრატებიც, რომელიც შესაძლოა ბოსტნეულში იყოს. რაც შეეხება ნიტრატებს, ის ბადრიჯნის შემთხვევაში მის ყუნწთან გროვდება, ამიტომ მომზადებისას არ დაგენანოთ და დიდზე მოაჭერით ეს ნაწილი.

ბადრიჯნისგან ყველაზე ხშირად აჯაფსანდალს აკეთებენ, კერძს, რომელიც ყველაზე მეტად უხდება ზაფხულს. აჯაფსანდალის ერთერთი მთავარი ინგრედიენტი კი ტკბილი, იგივე ბულგარული წიწაკაა.

AutoPlay
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები