Sony Pictures Entertainment-მა საშინელებათა ფილმ „ზომბილენდ 2“-ის თრეილერი გამოაქვეყნა. 2009 წელს გადაღებული ფილმის გაგრძელება რეჟისორმა რუბენ ფლეიშერმა გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ემა სტოუნი, ვუდი ჰარელსონი, ჯესი აიზენბერგი და ებიგეილ ბრესლინი ასრულებენ, რომლებიც მაყურებელს ფილმის პირველი ნაწილიდან ახსოვს. „ზომბილენდის“ პირველმა ნაწილმა შემქმნელებს 102 მილიონი დოლარი მოუტანა.