ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში იმ პირთა ნაწილი გამოიკითხა, რომლებიც დღეს "საქართველოს ბანკში" მძევლად აიყვანეს. გამოკითხვის დეტალებზე მედიასთან არცერთ მათგანს არ უსაუბრია.გამოკითხვაზე გადაიყვანეს კიდევ რამდენიმე პირი. პოლიციის შენობასთან მივიდნენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.