ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან კატასტროფის სამსახურმა ცხელებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიიყვანა. მას დაუდგინდა დიაგნოზი - ორმხრივი ტოტალური პნევმონია, თანხმლები დაავადებებით. მისივე თქმით, ავადმყოფი უკიდურესად მძიმე მდგომარეობით მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.