ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" მიმდებარედ, სადაც შეიარაღებული პირი მძევლებთან ერთად იმყოფება, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ერთმანეთს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები დაუპირისპირდნენ. ჩხუბში ჩართული იყვნენ უშუალოდ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და საქართველოს “მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა. დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საბოლოოდ კი სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. მოგვიანებით, გაბედავა მომხდარის შესახებ მედიასთან საუბრობდა, რა დროსაც მას ზურგიდან წყლით დავსე ბოთლი ჩაარტყეს.