ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი იპოვეს. არსებული ინფორმაციით 15 წლის მოზარდის ცხედარი ქვიშაში იყო ჩაფლული.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მდინარის დონემ დაიკლო, შემთხვევის ადგილიდან ერთ კილომეტრში იპოვეს 15 წლის მოზარდი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.