ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას გირაო 10 000 ლარი შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.
დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე ბერის გიორგი ქავთარაძის ჩვენება არსებობს, იმის შესახებ, რომ მალანიამ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულმა რომან მალანიამ დღეს დუმილის უფლება გამოიყენა.
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ათონის მთაზე მოღვაწე ბერია. არსებული ინფორმაციით მას 40 აბი სუბოტექსი აღმოაჩნდა. სასულიერო პირს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.