ზუგდიდში, რვა მარტისა და გამარჯვების ქუჩის კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანას ავადმყოფი გადაჰყავდა.
ხუთივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
შსს-ს განცხადებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.