ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარგის მიხედვით ერთ ა(ა)იპი-ზე მეტი მუნიციპალიტეტში არ არის საჭირო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპტიმიზაციის კუთხით ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. ”თუ არის მრავალი ააიპი სხვადასხვა დარგების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ერთი ა(ა)იპი დარგების მიხედვით აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს”,- განაცხადა მინისტრმა. როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, ამ თემებზე მჯელობა მიმდინარეობს და არის კონკრეტული ინიციატივები ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს.”ამ ინიციატივებითაც საშემოდგომო სესიაზე შევალთ პარლამენტში”, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.