ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, მაშინ როდესაც წამლების ფასი, უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად იმატებს, სახელმწიფო საზოგადოების დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტების პროგრამით უნდა დახმარებოდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს, რატომ იკლებს მედიკამენტების პროგრამაში ჩართულ მოსარგებლე პირთა რაოდენობა მაშინ, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწუხებთ წამალზე ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ამისათვის კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ათიათასობით მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება.