ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი მორიგდნენ. აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდებულის ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ დაზარალებული ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამოწმებული წერილი წარადგინა, სადაც, მისივე თქმით, წერია, რომ ზურა დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავის ცემაშია ბრალდებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.