მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს. "სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სერბული პასპორტი უკვე მიიღო და ის რომში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს. სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით იგი დათუნაშვილისგან ჯერ ოლიმპიადაზე ლიცენზიას შემდეგ კი მედალს ელოდება.