11 მაისს, თბილისში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაანონსდა. მას ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ერთიანობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ისინი ყველა საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომლის მთავარი ამოცანაც ქართველი ხალხის უმრავლესობის ხმის გაჟღერება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იქნება.