რუსეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია მიმდინარეობს. მან საპრეზიდენტო ფიცი რამდენიმე ცოტა ხნის წინ უკვე დადო და ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება კრემლის სასახლეში გრძელდება. ფიცის დადებამდე, კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარშიც მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქმა, კირილმა დალოცა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ, პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე საკუთარი წარმომადგენელი არ გააგზავნა. გარდა ამისა, ინაუგურაციას არ ესწრებიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 87% პროცენტი მიიღო.