სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მათთან აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშავებულ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა, მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. უწყების ცნობითვე, 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით უწყება ჩაბარდათ, რაზეც სპეციალურ საგამოძიებოს სამსახურს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.