უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მმართველი გუნდი ორშაბათს 13 მაისს განიხილავს. ეს ინფორმაცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა დაადასტურა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უქმე დღეს, 10 მაისს, მოულოდნელად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩანიშნა. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული კომიტეტის დღის წესრიგში საკამათო კანონპროექტის განხილვა არ დგას, ოპოზიციაში მაინც არ გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი მესამე მოსმენით სწორედ პარასკევს განიხილოს. ამავდროულად, ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმ გარემოებებს, რომელიც, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. ამ თემაზე უფრო მეტ დეტალს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.