უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საერთაშორისო ლიდერების მხრიდან კვლავ კრიტიკის საგანია. პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელსაც კანონპროექტის მიღება გამოიწვევს. საერთაშორისო ლიდერების განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. რა განცხადებები კეთდება საკითხზე და როგორია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გაჟღერებული გზავნილები ეკა უშხვანი გვეტყვის.