"ამ ლამაზი შენობის უკან იმალება, კორუმპირებული ვირთხა" - შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელს ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებენ - Palitra News

"ამ ლამაზი შენობის უკან იმალება, კორუმპირებული ვირთხა" - შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელს ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებენ

2018-07-03 18:13:39+04:00

გორის რაიონ სოფელ ხიდისთავში მცხოვრები დავით რევაზაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელ კობა წიქარიძეს ზეწოლასა და ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კობა წიქარიძე წილში ჩაჯდომის სანაცვლოდ მფარველობასა და გარანტიებს სთავაზობდა, რომ საფინანსო პოლიცია მის საწარმოს არ შეეხებოდა. პროტესტის ნიშნად დავით რევაზიშვილმა გორის სამმართველოს წარმომადგენლებს 5 თეთრიანები მიუყარა. ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურს რევაზაშვილის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.