მილაშ ფორმანის დრმა "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", რომლის პრემიერაც 1975 წელს შედგა ჩიკაგოს კინოფესტივალზე, მეორე ფილმია მსოფლიო კინოს ისტორიაში, რომელმაც ოსკარის პრემია 5 ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში მოიპოვა და პირველი ფილმი გახდა, რომელიც დიდ ხუთეულთან ერთად ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა ანალოგიურ ნომინაციებში. მართალია 1960-იანი წლების ფსიქიატრიული კლინიკის ცხოვრებაზე შექმნილმა ფილმა პრემიებთან ერთად კრიტიკოსებიც აღაფრთოვანა და მდოფლიო გაქირავებაშიც სოლიდური მოგება ნახა, მაგრამ ფილმზე მუსაობა არც ჩეხი ემიგრანტი ფორმანისთვის, არც მთავარი რომლის შემსრულებელი მსახიობებისთვის აღმოჩნდა მარტივი.