მსოფლიოში უიშვიათესი ჯიშის შოტლანდიური ველური კატის მხოლოდ 35 ინდივიდია დარჩენილი, თუმცა ახლახან, მოულოდნელად ცხოველთა კონსერვაციის ჯგუფმა ამ ჯიშის ორი დასუსტებული და მშიერი კნუტი გადაარჩინა, რომლებიც გამვლელმა შემთხვევით იპოვა.შოტლანდიური ველური კატა ევროპული ველური კატის ქვესახეობაა. ის ახლა მხოლოდ შოტლანდიაშია გავრცელებული, თუმცა ოდესღაც ის მთელ ინგლისსა და უელსში გვხვდებოდა. ამ აღმოჩენამ ჯიშის პოპულაცია 7 პროცენტით, 37 ინდივიდამდე გაზარდა.
კნუტები სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. მოძლიერების შემდეგ კნუტებს კვლავ ბუნებაში დააბრუნებენ.