ქუთაისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 80-მდე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოს ასრულებს. სამუშაოები ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ამ დროისთვის შიდა მაგისტრალური ქსელების მშენებლობა, აბონენტების ახალ ქსელზე გადაერთება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს 70% დასრულებულია. კომპანიის დირექტორმა მიმდინარე პროექტი ადგილზე დაათვალიერა. ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად 92 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შემდეგ,მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება ექნება