პირველადი შედეგებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს სამი საგნის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.ქართულის გარდა, ასევე გამოქვეყნდა გეოგრაფიისა და მათემატიკის შედეგები.ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო მათემატიკის ჩაბარება გაუმარტივდათ და დაახლოებით 80%-მა მინიმალური ზღვარის გადალახვა შეძლო, თითქმის 90%-მა გადალახა გეოგრაფია.გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც შეიძლება აპელაციის პროცესის შემდეგ შეიცვალოს.აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ. ამ დროისთვის გამოქვეყნებულია ზოგადი უნარებისა და უცხო ენის შედეგებიც.საბოლოოდ რამდენი აბიტურიენტი გახდება სტუდენტი აგვისტოს ბოლოს გაირკვევა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება აპელაციის შედეგებიც.