ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 4 არასრულწლოვანი გამოკითხა. კომისიის წვერების ინფორმაციით, ამით არასრულწლოვნების გამოკითხვა პრაქტიკულად დასრულდა. დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, გამოკითხვის დაწყებამდეც არ ყოფილა მოლოდინი, რომ კომისია რაიმე ახალ გარემოებებს დაადგენდა.
კითხვაზე, რჩებათ თუ არა შთაბეჭდილება კომისიის წევრებს, რომ არასრულწლოვნების ნაწილი კომისიას ინფორმაციებს განგებ უმალავს და არ აწვდის, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი მისგან სწორი არ იქნება, რადგან ეს მისი სუბიექტური აზრი იქნება. ამასთან, დეპუტატის განმარტებით, ახლა უკვე კომისია დასკვნის მომზადებაზე დაიწყებს მუშაობას, თუმცა თავდაპირველად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ფორმატის უნდა იყოს დასკვნა. საგამოძიებო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ მოზარდებს ან არ სურთ მომხდარზე საუბარი ან უჭირთ გახსენება, რადგან მომხდარის შემდეგ გამოძიებამ არ დაკითხა.ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისია გამოკითხვის ნაწილში მუშაობას 6 აგვისტოს ასრულებს.