მუქარის ან პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პანკისელი მუსა ხანგოშვილის დედამ, მედეა ხანგოშვილმა მედიასთან პირველ კომენტარი გააკეთა.მისი თქმით, მუსა ხანგოშვილი 12 წელია რუსეთში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში პირველად ჩამოვიდა.რაც შეეხება მანამდე, პანკისის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც მუსა ხანგოშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მედეა ხანგოშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში ძებნაში მყოფი ძმის შესახებ დეტალების გასარკვევად მივიდა.მუსა ხანგოშვილი გურჯაანში ოთხ აგვისტოს დააკავეს და ყვარელში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.