ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო, - ქართულ ენაზე, ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ვიდეომიმართვას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს."10 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. შეუძლებელია ომის ჭრილობების განკურნება. ძალიან ძნელია სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს მოხდება, რადგან საქართველოს ზურგს უმაგრებს და მხარს უჭერს დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება. ლიტველები მხარს უჭერენ საქართველოს", - ნათქვამია ლინას ლინკევიჩიუსის ვიდეომიმართვაში.