საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართება. უწყების ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო ეწვევიან.ვიზიტის ფარგლებში მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.