გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა ნინო გვენეტაძისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსულტაციების საფუძველზე.როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.