სად იმუშავებს ახალი პრეზიდენტი - თემაზე კომენტარს პრემიერი აკეთებს. მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ მას პრეზიდენტის ამჟამინდელ რეზიდენციაში ყოფნას, ორბელიანების სასახლეში ყოფნა ურჩევნია.პრემიერის თქმით, მოქალაქეებს მინიმალური თანხა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა. პრემიერმა ასევე მინიშნება გააკეთა, რომ ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მაინც მოუწევს, რადგან გადასახადი პრეზიდენტის შენახვა კოლოსალურ თანხებს არ უნდა შეადგენდეს.