საოცრად ცოცხალი თვალების და ცნობისმოყვრე გამომეტყველების წყალობით, ბევრი ენოტს მომხიბვლელ თაღლითს ადარებს, რაც აბსოლუტურად შეესაბამება მის ხასიათს. ლეგენდაც კი არსებობს, თითქოს ოდესღაც ენოტი მეტად გაქნილი ადამიანი იყო, რომელმაც გაუთავებელი ქურდობით ღმერთები განარისხა და სწორედ მათ აქციეს ის ცხოველად, თუმცა მოგვიანებით შეიწყალეს და ადამიანის ხელები დაუბრუნეს. მართალია, ენოტი, რომელსაც ხშირად "ნაგვის ურნის ხელმწიფესაც" უწოდებენ, სიამოვნებით მეზობლობს ადამიანთან და არც ნუგბარის ძიებაში ერიდება მასთან სტუმრობას, მაგრამ მოხერხებულ ქურდბაცაცს უამრავი სხვა უჩვეულო თვისებაც აქვს, რაც ველურ ბუნებაში გადარჩენაში ეხმარება.