ბუმბულის ბალიში ფაფუკია, ნატურალურია, სასიამოვნო შეხებისას. მისი გამოყენება წლობით შეგიძლიათ. მემკვიდრეობით შეგიძლიათ მიიღოთ და ასევე მემკვიდრეობით გადაულოცოთ შთამომავლებს. თუმცა, მოვლაც შესაბამისი სჭირდება. უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბუმბული ალერგიულია. თუმცა, ალერგიულია არა თავად ბუმბული , არამედ, ტკიპა, რომელიც მასში ჩნდება.
ბუმბულის გარეცხვა დამოუკიდებლად თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, მისი ქიმწმენდაში ჩაბარება მოგიწევთ. 18 თვეში ერთხელ მაინც. თუ ძილში ოფლიანობთ, ბუმბულის ბალიში უსიამოვნო სუნს შეიძენს. იმისათვის, რომ მთელი სახლი ბუმბულებით არ იყოს მოფენილი, ხარისხიანი ბალიშისპირი გესაჭიროებათ. სინთეტიკური მასალის ბალიშში ტკიპა არ ჩაიბუდებს. იაფფასიანია. ჰიპოალერგიული, სარეცხის მანქანაში ირეცხება ,გაითვალისწინეთ, რომ სინთეტიკური მასალის ბალიშის 40 გრადუზე ზევით გარეცხვა არ შეიძლება, სწრაფად შრება, არ იკრავს ნესტს და არ აქვს სუნი. სინთეტიკური მასალის ბალიში სწრაფად კარგავს ფორმას.ბამბუკის ბალიში ხელოვნური დანამატის გარეშე ფორმას ვერ შეინარჩუნებს. ჰიპოალერგიულია. აქვს ანტიბატერიული და ანტიმიკრობური თვისება. კარგად ატარებს ჰაერს, შეიძლება სარეცხის მანქანში გარეცხვა -უძლებს 60 გრადუსსაც, თუმცა, უპირატესობა დელიკატურ რეჟიმს მიანიჭეთ, დიდხანს გაგიძლებთ. ძირითადი უარყოფითი თვისება ისაა, რომ ბამბუკის ბალიშს ვერ გამოიყენებთ ტენიან ადგილას, რადგან სწრაფად იწოვს სინესტეს.