"წარმატებული სტარტაპი" - ამერიკელი მწერალისა და ბლოგერის, ერიკ რისის წიგნია, რომელიც 2011 წელს ავტორის სამშობლოში გამოიცა.წიგნი - "წარმატებული სტარტაპი" შეიქმნა კომპანიების ეფექტური მუშაობის ხელშესაწყობად, ის ეხმარება სტარტაპერებს კაპიტალ დაბანდებისა და ადამიანური რესურსის ეფექტურ გამოყენებაში. ავტორი მკითხველს, მეთოდს სთავაზობს, განსაკუთრებულად წარმატებული კომპანიების შესაქმნელად, მეთოდოლოგია შემუშავებულია წარმატებული სტარტაპებზე დაკვირვებით, ის ეფუძნება გადამოწმებულ სწავლებას, სწრაფ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, ასევე კონტრ-ინტუიციურ პრაქტიკას. ამ ინოვაციურმა მიდგომამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მრავალ ქვეყანაში ეფექტიანად დაინერგა.წიგნის დაწერის იდეა ავტორს მისმა პირადმა გამოცდილებამ გაუჩინა, ერიკ რისი აღნიშნული წიგნის დაწერამდე, სტარტაპერების მრჩეველად მუშაობდა. მის მიერ შემუშავებულმა წარმატებული სტარტაპის მეთოდოლოგიამ დაუდო საფუძველი საკუთარი კომპანიის, ლონგ თერმ სტაკ ექსჩეინჯის დაფუძნებასაც, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადაა.