ცესკოს შიდა აუდიტი დალუქული საარჩევნო სიების სუს-ში შესაძლო გადატანის ფაქტს სწავლობს - Palitra News

ცესკოს შიდა აუდიტი დალუქული საარჩევნო სიების სუს-ში შესაძლო გადატანის ფაქტს სწავლობს

2018-11-08 15:29:13+04:00

ცესკოს შიდა აუდიტის სამსახურმა გუშინვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, გუშინვე მოხდა კონკრეტული პირების გამოკითხვა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გაერთოანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლოს თანახმადაც ამომრჩეველთა სიები ნაცვლად დალუქვისა, ამოღებულია, ლუქები გახსნილი და გადატანილია სუს-ში. „ როდესაც შესწავლა დასრულდება, რა თქმა უნდა, ცესკო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უმოკლედ ვადებში იყოს შესწავლილი. გუშინვე დაიკითხა 8 პირი, დღეს უკვე მეცხრე პირი", - განაცხადა მიქელაძემ.