ბრიტანული ავიაკომპანია EasyJet-ი ელექტროთვითმფრინავების გამოშვებას გეგმავს, რომელიც მცირე მანძილზე ავიარეისების შესრულებას 2030 წლისთვის დაიწყებს. ამ ნაბიჯით გარემოსდამცველებს იმედი აქვთ, რომ შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობა.
EasyJet-ი ამერიკულ მწარმოებელ კომპანია Wright Electric-თან ერთად აპირებს ელემენტზე მომუშავე საფრენი აპარტატების შექმნას, რომელსაც 2 საათამდე ხანგრძლივობის ფრენის შესრულების შესაძლებლობა ექნება. თუ პროექტი წარმატებული გამოდგა, მომავალში ამსტერდამიდან ლონდონამდე ან პირიქით, შესაძლოა, სწორედ მსგავსი ელექტროთვითმფრინავით იფრინოთ. აღსანიშნავია, რომ ელექტროთვითმფრინავები, გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, ნაკლებ საწვავს და დანახარჯებს მოითხოვს და ნაკლებად ხმაურიანიცაა. როგორც კომპანია Wright Electric-ში ვარაუდობენ, ელექტროთვითმფრინავები 50%-ით უფრო უხმაურო და 10%-ით უფრო იაფი იქნება ტრადიციულ საჰაერო ლაინერებთან შედარებით.
ამგვარად, იმ ფონზე რომ თვითმფრინავის საწვავის ფასი იზრდება, ბევრი ავიაკომპანია მოინდომებს ხარჯების შემცირებას და ამ მიზნით სწორედ ელექტროთვითმფრინავებს შეიძენს.