"ქურდული სამყაროს" წევრობასა და კავშირში ბრალდებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ბათუმის საქალაქო სასამართლსოთან აქცია გამართეს. როგორც დაკავებულის მეუღლე ნინო აბაშიძე აცხადებს, იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.დაკავებულის მეუღლე ამბობს, იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ორი დასკვნა და ექიმების შეფასება არსებობს. დაკავებულის ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან.საგამოძიებო ორგანომ "ქურდული სამყაროს" წევრობასა და კავშირში ბრალდებით 11 პირი 4 თვის წინ დააკავა. ბრალდებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.