რუსეთის კულტურული დედაქალაქი ჩრდილოეთის ვენეცია "პეტრეს ნამშობი" ასე უწუდებენ ხშირად სანქტ-პეტერბურგს. მსოფლიოში ცოტა ქალაქი თუ დაიკვეხნის ღისშესანიშნაობების, მუზეუმების, პარკების, სასახლეების და ძეგლების მსგავსი რაოდენობით.სანკტ- პეტერბურგის ლიტერატურული და მუსიკალური მემკვიდრეობაც არანაკლებ შთამბეჭდავია. მის ნისლიან სანაპიროებზე შთაგონებულად მოღვაწე კომპოზიტორების, პოეტების და მწერლების რაოდენობა ყველაზე თამამ წარმოსახვასაც კი ცდება. პარიზთან, რომთან და ვენეციასთან ერთად პეტერბურგი იუნესკოს სიაშია შესული როგორც ქალაქი, რომლის მთლიანი ისტორიული ცენტრი პატრონაჟის ქვეშ არის აყვანილი, გარდა ამისა აქ არის 42-ე კონფესიის ტაძრები, მათ შორის საოცარი მეჩეთი ფაიფურის გუმბათით, ბუდისტური მონასტერი და მალტიური ორდენის ერთ ერთი ულამაზესი კაპელა.და კიდევ, სანკტ პეტერბურგი ხიდების ქალაქია, 68 მდინარე, არხი და შენაკადი ქალაქს სხვადახსახვა მიმართულებით კვეთს და ის ტერიტორიაზე 42 კუნძულს ქმნის. ახლა პეტერბურგსა და მის შემოგარნში 580 ხიდს ითვლიან, მათ შორის 20 გასაშლელია.