"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დავით კირკიტაძეს თელავის პოლიციის იზოლატორში დღეს მისი ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი მოინახულებს. როგორც მან განაცხადა, კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, საღამოს საათებში წარუდგენენ. „ველოდებით პროკურატურიდან ზარს. ბრალდების შინაარსი ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა, დაკავების კვალიფიკაციაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. მას აქვს ახსნა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის წინააღმდეგ და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ ყოფილა" - განაცხადა კონდახაშვილმა. დავით კირკიტაძე შსს-მ ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავა.