ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია- სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, მასვე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით. დავით იაშვილს კი სასჯელი 5 წლის 3 თვის ვადით განესაზღვრა და თანამდებობის დაკავება 2 წლისა და 3 თვის ვადით აეკრძალა.ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით.რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით კი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა. შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული 5 პირი იყო: მათ შორის გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.