ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება - Palitra News

ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

2018-12-19 19:10:16+04:00

ბაკურიანში "კოხტა გორაზე" ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო კომპლექსი აშენდება, რომელიც 90 ნომერს, 70 აპარტამენტს, 300 სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზსა და რესტორანს; ლაუნჯ ბარს, ტერასას, საცურაო აუზსა და მომსახურების სხვა სერვისებს მოიცავს. სასტუმრო „რუმს ჰოტელ კოხტა“ წელიწადის ოთხივე სეზონზე მოემსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებლებს 2019 წლის ზაფხულიდან მიიღებს. კურორტის განვითარების პირველ ფაზაზე, სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსი 17 000 კვ. მ-ზე გაშენდება. ტერიტორიაზე ამჟამად სასტუმროს შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტს, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდის, Rooms Hotels-გაგრძელებაა. „ჯიარდისი“ და „აჭარა ჯგუფი“ იბეარდისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განახორციელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს გაფორმდა.პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღემატება. აქედან 5 მილიონ 400 ათასი დოლარი თიბისი ბანკის და EBRD-ის მიერ, დანარჩენი კი - GRDC-ისდა Adjara Group-ის კაპიტალით დაფინანსდება.