ახალი წლის დღეებში თბილისის დამწვრობის ცენტრს 20 მოქალაქემ მიმართა აქედან 10 მოზრდილი, 10 კი ბავშვია. როგორც პალიტრანიუსს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, არც ერთი შემთხვევა მძიმე არ ყოფილა და პაციენტებს ძირითადად მარჯვენა ხელის დამწვრობა აღენიშნებოდათ. გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.