მეცნიერები გვაიმედებენ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში შიდსი დამარცხდება. ძალიან საინტერესო შედეგები აქვთ ამ კუთხით ებრაელ მკვლევარებს. ისინი შეეცადნენ ადამიანის ხელოვნურად კულტივირებულ უჯრედებში დაემარცხებინათ იმუნოდეფიციტის ვირუსი. მკურნალობის იდეა ეფუძნება შემდეგ საინტერესო ფაქტს - ვირუსის მხოლოდ ერთ ან მაქსიმუმ ორ მოლეკულას შეუძლია ადამიანის უჯრედთა დასნებოვნება, თუ უჯრედში მეტი ვირუსის მოლეკულა მოხვდება, უჯრედი დაუყოვნებლივ დაიღუპება. ეს, ჩვეულებრივ, არ ხდება, რადგან სპეციალური ცილების წყალობით ვირუსი დასნებოვნებული უჯრედებიდან ნიშანს აძლევს იმავე ვირუსის სხვა მოლეკულებს . კვლევის ავტორებმა მიაგნეს წამალს, რომელიც თრგუნავს აღნიშნული ცილების სინთეზს და დაამატეს ეს წამალი დასნებოვნებულ უჯრედებში. შედეგად უჯრედთა 98 % სწრაფად განადგურდა. ახალი აღმოჩენა ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია, მაგრამ უკვე დიდ იმედებს უსახავს მეცნიერებს მომავალში შიდსის დასამარცხებლად!