რაქიტი ინტენსიურად მზარდი ორგანიზმის დაავადებაა, მისი განვითარება 1 წლამდე შეიძლება მოხდეს. მისი მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია. რაქიტის პროფილაქტიკა მარტივია - ბავშვის სწორი მოვლა და კვება, მზის აბაზანები, D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა. რაქიტის მიზეზი სწორედ D ვიტამინის დეფიციტია, რომელიც ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას არეგულურებს. კალციუმის, ფოსფორის და D ვიტამინის საწყის მარაგს ნაყოფი დედისგან მუცლადყოფნის პერიოდში იღებს. ამიტომ რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს დედის არასრულფასოვანი კვება, მისი დაავადებები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, დღენაკლულობა.გაძვალების პროცესის დარღვევას ხელს უწყობს მოვლის დეფექტები - ჩვილის მჭიდრო შეხვევა, აკვნის გამოყენება, რადგან ამ დროს იზღუდება კუნთების მუშაობა, რაც ძვლებში სისხლის მიმოქცევას აფერხებს. რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს ასევე ხელოვნური არაადაპტირებული ნარევით კვება.ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია D ვიტამინის ათვისება არ ხდებოდეს, მაგალითად, ხანგრძლივი დიარეის, კრუნჩხვის საწინაღმდეგო თერაპიის გამო.გარდა ამისა, არსებობს ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ ტიპის მოშლით განპირობებული პათოლოგიები, რომელთა დროს კალციუმის და ფოსფორის უკუშეწოვაა დარღვეული და პატარას რაქიტისმაგვარი ცვლილებები უვითარდება.რაქიტის საწყის ეტაპზე D ვიტამინის სამკურნალო დოზით დანიშვნა საკმარისია. შორს წასულ შემთხვევებში დოზა კიდევ უფრო იზრდება. პაციენტს კალციუმის პრეპარატებიც ენიშნება და რეაბილიტაციური ღინისძიებებიც.რაქიტის პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია - D ვიტამინის 400 საერთაშორისო ერთეული დღიურად, სწორი კვება და მოვლა ამ დაავადების თავიდან აცილების გზაა!