საპატრიარქოს პრესსამსახურის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია. ამის შესახებ მამა ანდრიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ განცხადებაზე. მისი თქმით, მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თითეულმა სასულიერო პირმა თავად უნდა გადაწყვიტოს ზიარების საკითხი. შეგახსენებთ, რომ ზიარების მოთხოვნით დეკანოზის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ 5 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პირადი პასუხისმგებლობით ზიარება დასაშვებია. მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, შეფასება, რომ ეს განცხადება მუქარის შემცველია, გადამეტებულია.