სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აუდიტი განახორციელა. აუდიტი 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.აღნიშნულ პერიოში აუდიტის სამსხურმა რამდენიმე ხარვეზი და ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის ის, რომ მთავრობის აპარატის მიერ ,,თანამშრომელთა აღიცხვის ჟურნალში“ თანამშრომელთა აღრიცხვა ხდება ფორმალურად. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს შტატგარეშე მომუშავე თანამშრომლებთან. კიდევ ერთი მუხლი რომელიც აუდიტის დასკვნაში ნაკლოვანებებს, ეხება მივლინებების საკითხია. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ ფხაზეთის მთავრობაში ერთი და იმავე პირებზე სოციალური დახმარებები წელიწადში რამდენჯერმე გაიცა, როცა მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის რიგი განცხადებები არ დაკმაყოფილდა.