საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბის ევროპის“ პირველ შეხვედრაში დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ კლუჟში გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. „ბორჯღალოსნები“ „რაგბის ევროპის“ მომდევნო ორ მატჩს, საქართველოში გამართავს. მილტონ ჰეიგის გუნდი 17 თებერვალს, თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდება, 10 მარტს კი, ქუთაისში, „აია არენაზე“ - გერმანიას.